"ინტელექტის" გუნდის მორიგი გამარჯვება
2020 წლის 3 სექტემბერს, მოხალისეობისა და სამოქალაქო აქტივიზმის თემაზე ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის? გამართა.
ინტელექტუალურ თამაშში ერთმანეთს შეეჯიბრა არასამთავრობო ორგანიზაციების 10 გუნდი საქართველოს 10 რეგიონიდან. თითოეულ გუნდში წარმოდგენილი იყვნენ ახალგაზრდა ინტელექტუალები, მოხალისეები, რეგიონული სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წევრები.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოხალისეობისა და სამოქალაქო აქტივიზმის თემაზე საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას.
თამაში საინტერესოდ და სახალისოდ წარმართა რა? სად? როდის? კლუბის წევრმა ზაალ ხონელიძემ. დაისვა 20 კითხვა მოხალისეობისა და სამოქალაქო აქტივიზმის თემაზე. მათ შორის, მონაწილეებს ვიდეო–შეკითხვებით მიმართეს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხელმძღვანელმა დავით აფრასიძემ, ერთ–ერთმა საუკეთესო მოაზროვნემ და საქართველოს რა? სად? როდის? პირველმა მაგისტრმა გიორგი ბაქრაძემ და „მშვიდობის კორპუსი საქართველოში“ ხელმძღვანელმა ბრაიან კუმინსმა.
ინტელექტუალური თამაშის მონაწილე 10 გუნდს შორის დაძაბული შეჯიბრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გუნდის - „ინტელექტის“ ღირსეული გამარჯვებით დასრულდა.
ღონისძიებას პირდაპირ ეთერში აშუქებდა 11 რეგიონული ტელევიზია და რამდენიმე სოციალური პლატფორმა.
ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? ჩატარდა პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).