ბაზრის კვლევები
ბიზნესის წარმატება სხვა ფაქტორებთან ერთად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ბაზარზე მოღვაწეობს კომპანია. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ გთავაზობთ ბიზნეს გარემოს საფუძვლიან და ობიექტურ ანალიზს, რომელიც მოიცავს: კონკურენტების ანალიზს (ბაზრის წილი, ფასწარმოქმნა, ა.შ), მომხმარებლის ანალიზს (რას ფიქრობენ მომხმარებლები თქვენს მიერ შეთავაზებულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე), ახალი ბაზრის ანალიზს (ალტერნატიული ბაზრის შეფასება, სადაც შესაძლებელია თქვენი პროდუქტის განთავსება).
მარკეტინგული კვლევა საშუალებას აძლევს კომპანიებს დაინახონ აკმაყოფილებს თუ არა მათი შეთავაზება მომხმარებელთა მოთხოვნებსა და მოლოდინებს. აძლევს საშუალებას დასახონ მომავალი განვითარების გეგმები, მოხდეს სამიზნე ბაზრის ზომის, მოთხოვნის და კონკურენციის გაზომვა.
მომსახურეობაში შემავალი კომპონენტები:
1. კვლევის დიზაინის შემუშავება;
2. კვლევის ჩატარება;
3. კვლევის შედეგების დამუშავება;
4. კორელაციური ანალიზის გაკეთება;
5. დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
(+995 92) 57 18 00;
(+995 422) 24 16 40;
(+995 422) 24 16 50;
ან მოგვმართეთ მისამართზე: ბათუმი, აღმაშენებლის 13, IV სართული, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“