თემთა მობილიზაციის ინიციატივა
დონორი: |
ევროკავშირი
|
განხორციელების პერიოდი: | 11.10.2007 – 20/11/2009 |
პროექტის მიზნები: |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხუთი მუნიციპალიტეტის თემების მოსახლეობის ჩართულობის დონის ამაღლება თვითმმართველობის პროცესებში; თვითმმართველობის ორგანოებს და თემების მოსახლეობას შორის ურთიერთკავშირის და პრაქტიკული თანამშრომლობის ფორმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;სამიზნე მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრებს და მოსახლეობას შორის დიალოგის გაღრმავება და ურთიერთობის კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. 1. თემების მოსახლეობის მობილიზაცია, მათი აქტიური ნაწილის გამოკვეთა და თემებში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების კვლევის პროცესებში ჩართვა; 2. საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლების, საკრებულოს მაჟორიტარი წევრების, თემების რწმუნებულების და კავშირის ექსპერტების გაერთიანება გამოვლენილ პრობლემათა გარშემო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისათვის; 3. შემუშავებული მიზნობრივი პროგრამების საჯარო განხილვების ორგანიზება საკრებულოებსა და გამგეობებში, ლობირების განხორციელება მათი მუნიციპალურ ბიუჯეტებში ჩართვის მიზნით. |
პროექტის შედეგები: | პროექტის რეალიზაციის პროცესში აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტის თემებში საინიციატივო ჯგუფებისა და სათემო კავშირების სახით ჩამოყალიბდა მძლავრი ინსტიტუტები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების გადაჭრაზე. აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და გამგეობის აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს პრაქტიკულ გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის, მათთან დიალოგის წარმოების, თემებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის, პრობლემების პრიორიტიზაციის და მიზნობრივი პროგრამების შედგენის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში აგრეთვე 63 მუნიციპალიტეტისათვის მიზნობრივი პროგრამები შემუშავდა |