"წითელი ჯვრის" მოხალისეებისთვის "დროის ბანკის" პრეზენტაცია გაიმართა
დღეს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და „ინტელექტი“-ს ერთობლივი ორგანიზებით, "ინტელექტის" ტრენინგ-ცენტრში, წითელი ჯვრის მოხალისეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, „დროის ბანკის“ პრეზენტაცია გაიმართა.
„დროის ბანკი“, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის ერთ-ერთი ფორმის, მოხალისეობის პოპულარიზაციას ელექტრონული პლატფორმის - www.timerepublik.com -ის მეშვეობით.
შეხვედრის მონაწილეები გაეცვნენ „დროის ბანკის“ არსს, მის მნიშვნელობას საზოგადოებისთვის და საიტის მუშაობის პრინციპს.
Timerepublik-ი ინდივიდების გარდა, ხელს უწყობს სხვადასხვა კომპანიებს, უნივერსიტეტებს და არაკომერციულ ორგანიზაციებს გაზარდონ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა რეალურ დროში.
აჭარის რეგიონში, „დროის ბანკის“ პოპულარიზაციას ეწევა "ინტელექტი", პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE) ფარგლებში.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).