საშემოსავლო პროექტების დაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარეთან გასაუბრება გაიმართა
19-22 ოქტომბერს, საშემოსავლო პროექტების ქვეგრანტის ფარგლებში, კონკურსში მონაწილე ბენეფიციარებთან გასაუბრება გაიმართა.
გასაუბრება ჩატარდა პროექტის – „სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა (მ.შ. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია); საშემოსავლო პროექტების დაფინანსება; პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა" – ფარგლებში.
გასაუბრების შემდგომ, გამოვლინდება გამარჯვებული საშემოსავლო პროექტები, რომლებიც ბიუჯეტის (მითხოვნილი თანხის) შესაბამისად, 500-დან 4000 ლარამდე დაფინანსდება.
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“, პროგრამას ახორციელებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და გურიის რეგიონში.
პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.