საგრანტო კონკურსში მონაწილე ბენეფიციარებისთვის ბიზნეს-გეგმის შემუშავებაში ტრენინგი ჩატარდა
დღეს, საშემოსავლო პროექტების ქვეგრანტის ფარგლებში, კონკურსში მონაწილე ბენეფიციარებს, ბიზნეს-გეგმის შემუშავების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის – „სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა (მ.შ. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია); საშემოსავლო პროექტების დაფინანსება; პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა" – ფარგლებში.
ტრენინგის შემდგომ, ბენეფიციარებს მიეცემათ გარკვეული ვადა, ბიზნეს-გეგმის შესადგენად, რომელსაც სპეციალური კომისია შეაფასებს.
გამარჯვებული ბიზნეს-გეგმები ბიუჯეტის (მითხოვნილი თანხის) შესაბამისად, 500-დან 4000 ლარამდე დაფინანსდება.
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“, პროგრამას ახორციელებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და გურიის რეგიონში.
პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.