ბათუმის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან MRA პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
15.06.2018 ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტის“ მიერ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებისთვის და დაინტერესებული მოქალაქეებისათვის, საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გიამართა.
პროგრამის მიზნია სამშობლოში დაბრუნებული არალეგალური მიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის გათვალისწინებულია: სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების, მათ შორის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დაფინანსება; სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართვა; შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სოციალური პროექტების დაფინანსება.
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“, პროგრამას ახორციელებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და გურიის რეგიონში.
პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.