სისტემური ცვლილება და მონაწილეობითი ფასილიტაცია
ამა წლის 29 და 30 მაისს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტთან" (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აჭარის რეგიონული ჰაბი) თანამშრომლობით ჩაატარა ტრენინგი: „სისტემური ცვლილება და მონაწილეობითი ფასილიტაცია“.
ტრენინგი მიზნად ისახავდა ადგილობრივ დონეზე განვითარების აქტორებისთვის (საზოგადოებრივი ორგანიზაციები, თვითმმართველობა, მედიის წარმომადგენლები, სათემო ლიდერები და აქტიური მოქალაქეები) სისტემური ცვლილების არსსა და შედეგზე/გავლენაზე ორიენტირებული მიდგომის საბაზისო პრინციპების გაცნობას, რათა მათ ეფექტურად განახორციელონ პოზიტიური მდგრადი ცვლილებები საკუთარ თემში.
თეორიული და პრაქტიკული სახის დავალებების საშუალებით, მონაწილეები გაეცვნენ პროექტის მართვის ძირითად ტერმინოლოგიას, დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების მნიშვნელობას, მონაწილეობის დონეებს, ფასილიტაციისთვის საჭირო კომპეტენციებს, სისტემური ცვლილებისა და მონაწილეობითი მიდგომის როლს მდგრადი განვითარებისათვის.
გარდა ამისა, ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ სხვადასხვა ინსტრუმენტს, ასევე თანამედროვე მიდგომებს პროექტის მართვის კუთხით.
აღნიშნული ტრენინგი ორგანიზებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ პროექტის - ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE) - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.