DCFTA რეგიონული საკონსულტაციო საბჭოს პირველი კრება
დღეს, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტის“ ორგანიზებით, პროექტის - „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ ფარგლებში, DCFTA რეგიონული საკონსულტაციო საბჭოს პირველი კრება გაიმართა.
DCFTA რეგიონული საკონსულტაციო საბჭო, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხების იმპლემენტაციით დაინტერესებული ადგილობრივი სსო-ების, ბიზნესისა და ხელისუფლების 25 წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული.
DCFTA რეგიონული საკონსულტაციო საბჭოები მთელი საქართველოს მასშტაბით შეიქმნა, რომლებიც შემდგომ უკვე შექმნიან ერთიან, ცენტრალურ საბჭოს და იმუშავებენ ზემოაღნიშნული საკითხების ირგვლივ.
შეხვედრაზე, DCFTA რეგიონული საკონსულტაციო საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით, DCFTA ცენტრალური საბჭოს აჭარის რეგიონულ წარმომადგენლებად დასახელდნენ: თამაზ თურმანიძე (აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა) და როლანდ ღოღობერიძე (ა(ა)იპ მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაცია).
პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით DCFTA-ის/SME-ების შესახებ წარმოებულ კამპანიებში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) როლის გაზრდა, მათი უნარების გაძლიერება ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომისთვის მოსამზადებლად და საჭირო დახმარების გასაწევად.
პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების კონსორციუმის მიერ, „აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის“ (EESC, ლიტვა) ხელმძღვანელობით.
კონსორციუმში შედიან: საქართველოს „ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ (ABCO Georgia), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP, საქართველო), „გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GPI, სლოვაკეთი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ (YSUI, საქართველო), Association Atinati (საქართველო) და ასოციაცია „კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) „ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის“ მიერ.