სსო-ების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის შესახებ ტრენინგი ჩატარდა
დღეს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), აჭარის რეგიონულ ჰაბთან - ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი" - თანამშრომლობით, აჭარის რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის, გამართა ტრენინგი თემაზე: „საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა“.
ტრენინგის მეშვეობით, რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციები გაეცვნენ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპების მნიშვნელობას, მათი პრაქტიკაში რეალიზების მიზნებსა და საშუალებებს, რაც დაეხმარება თითოეულ ორგანიზაციას უფრო ეფექტურად განახორციელოს საკუთარი საქმიანობა, უკეთ გაიაზროს ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და ტრენინგზე შემოთავაზებული რეკომენდაციების საშუალებით ხელი შეუწყონ ორგანიზაციის ინსტიტუციურ განვითარებას.
ტრენინგ-მოდულის შინაარსი სრულად ეფუძნებოდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო დოკუმენტს - „საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტები“.
ტრენინგი ორგანიზებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, პროექტის - "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" (CSSIGE) ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU) და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით.
კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).