აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების რეგიონული სტრატეგიის საბჭოს სამუშაო შეხვედრა
2016 წლის 15 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების რეგიონული სტრატეგიის საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესის და ინსტიტუციონალური გადაწყვეტილებების, ევროპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამეზობლო პროგრამის სტატუსის შესახებ საქართველოში, მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ENPARD აჭარის პროექტის მენეჯერმა ლაშა კომახიძემ.
ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფებისა და ევროპაში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების შესახებ, საქართველოში განვითარების საშუალო ვადიანი სტრატეგიებისა და გეგმების შემუშავების პროცესის შესახებ ისაუბრა ექსპერტმა სოფლად განვითარების საკითხებში ზვიად არჩუაძემ.
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარემ ლევან გობაძემ კი მონაწილეებს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის შექმნისა და აჭარაში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პირველი მაგალითის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და გამოცდილება გაუზიარა სამუშაო ჯგუფის წევრებს.
შეხვედრის დასასრულს დისკუსია გამართა შემდეგ საკითხებზე:
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები;
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამეზობლო პროგრამის ENPARD II და ENPARD III-ის ფაზების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები;
საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავება-განხორციელების, აგრეთვე ევროპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამეზობლო პროგრამიდან დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებული ინსტიტუციური გადაწყვეტილებები ქვეყნის დონეზე და შესაძლო გადაწყვეტილებები აჭარის არ-ში;
სახელმწიფო მიდგომები განვითარების საშუალო ვადიანი სტრატეგიებისა და გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით და ვითარება აჭარაში;
სოფლის განვითარების ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების შექმნისა და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავების ევროპული მიდგომები და მაგალითები საქართველოში;
ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების შექმნა და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების შემუშავება აჭარის მუნიციპალიტეტებში: არსებული ვითარება მუნიციპალიტეტებში და მუნიციპალიტეტების დამოკიდებულება;
ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის შექმნისა და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პირველი მაგალითი აჭარაში: მიდგომები, მიღწევები და გამოწვევები;
აჭარის სოფლის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების შესაქმნელად და ევროპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამეზობლო პროგრამა ENPARD II-ის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად აჭარის არ-ის სტრუქტურების უახლოესი ნაბიჯები და გადაწყვეტილებები.
შეხვედრის დასასრულს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების რეგიონული სტრატეგიის საბჭოს თავმჯდომარემ ხათუნა ნაყეურმა (აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი) სოფლად განვითარების რეგიონული სტრატეგიის შემმუშავებელი საბჭოს სტატუსთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დღეიდან აღნიშნულ საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე უხელმძღვანელებს.“
შეხვედრას ორგანიზება ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტმა“ გაუწია.