შეიქმნა ევროპის რეგიონთა ასამბლეის ახალგაზრდათა რეგიონული ქსელი
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტის" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ ანანიძემ, 2008 წლის 23-25 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო ევროპის რეგიონთა ასამბლეის ინიციატივით ჩატარებულ კონფერენციაზე სახელწოდებით - "მომავალი ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ როგორ უნდა ვმართოთ ის?” (The future belongs to us – but how should we handle it?), რომელიც ჩატარდა გერმანიის ქალაქ ვისბადენში (Wiesbaden). კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: ევროპის რეგიონთა ასამბლეა (Assembly of European Regions), ჰერტის ფონდი (German Hertie Foundation) და ჰესენის რეგიონი (Hessen Region).
კონფერენციის მთავარი მიზანი იყო ევროპის რეგიონთა ასამბლეის ახალგაზრდობის რეგიონული ქსელის (Assembly of European Regions Youth Regional Network) დაფუძნება, რომელიც:
- უზრუნველყოფს რეგიონულ დონეზე მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს საერთო ევროპული პლატფორმით;
- გაცვლის გამოცდილებას ევროპის რეგიონთა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის;
- დაამკვიდრებს სუბსიდიარობის პრინციპს ახალგარზდული პოლიტიკის სფეროში;
- ევროპასთან უფრო დააახლოებს ახალგაზრდა მოქალაქეებს მათი რეგიონული იდენტურობის გათვალისწინებით, და ამ გზით რეალურად განხორციელებს იდეას "ერთიანობა მრავალფეროვნებაში".
კონფერენციაზე შემუშავებული და მიღებული იქნა რეზოლუცია, რომელიც გამოხატავს ევროპის რეგიონთა ახალგაზრდობის ნებას აქტიურად ჩაერთოს ევროპის მომავლის მშენებლობაში, რადგან:
- ხელისუფლებების მიერ ევროპულ, ნაციონალურ თუ რეგიონულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები პირდაპირ აისახება ახალგაზდრობაზე;
- ახალგაზრდობას აქვს უფლება იცოდეს რა ხდება მის ირგვლივ;
- ახალგაზრდობა არის ევროპის მომავალი.
ახალდაფუძნებული ორგანიზაცია აქტიურად განაგრძობს მომავალში სხვადასხვა საკითხებზე მუშაობას, რაც უზრუნველყოფს უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვას საკუთარი რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში.
მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციას აჭარის რეგიონიდან ერთადერთი წარმომადგენელი ესწრებოდა, აჭარა მაინც შევიდა ზემოთხსენებული ორგანიზაციის დამფუძნებელთა სიაში. კონფერენციას საქართველოდან, აჭარის რეგიონის გარდა, გურიის სამი წარმომადგენელიც ესწრებოდა.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ვებ გვერდებზე:
პრეს რელიზი:
ფოტო გალერეა: