საჯარო განხილვები ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებშიც გაიმართა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემავალი 19 თემიდან 12 (დაგვას, გვარას, ქაქუთის, ალამბარის, ციხისძირის, დაბა ჩაქვის, მუხაესტატეს, ოჩხამურის, ზენითის, ჭახათის, ლეღვას და სოფელ ქობულეთის) თემს ესაჭიროერა შიდა გზების რეაბილიტაცია, ხუცუბნის, კვირიკის და საჩინოს თემების მოსახლეობას წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიაჩნია პრიორიტეტულად, ჩაისუბნის თემს მდინარე ჩაქვისწყალზე ნაპირსამაგრი დამბებისა და ჯებირების გამართვა სურთ, ბობოყვათსი კულთურის სახლის და ხალას თემში საბავშვო ბაღის აშენება, ხოლო აჭყველებს ავტობუსის დანიშვნა სურთ.
7 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციამ ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა "ინტელექტი" ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებსა და მოსახლეობას შორის საჯარო შეხვედრა გამართა.
"დღევანდელი გადასახედიდან უნდა ითქვას, რომ ამ შეხვედრით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ხალხისაკენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია მივიდა ხალხთან, ესაუბრა, გაითვალისწინა მათი მოთხოვნები და სწორედ ის მოთხოვნებია შერჩეული, რაც მათთვის პრიორიტეტულია. მართალია პროექტის რეალიზაციის პერიოდში ზოგი პრობლემა მოგვარდა, ზოგსაც კორექტირება ესაჭიროება, მაგრამ კორექტირების დროსაც აუცილებლად უნდა იყოს ხალხის აზრი გათვალისწინებული, რადგან სოფელში მცხოვრებმა უკეთ იცის რა აწუხებს. კიდევ ერთია გასათვალისწინებელი, ვერ ვიტყვი იმას, რომ მოსახლეობამ არასწორად დასახა პრობლემათა პრიორიტეტი და არასწორად დაინახა პრობლემა, მაგრამ ზოგან უფრო მნიშვნელოვანი იყო ზოგადი და აქცენტი გააკეთეს სხვაზე. როგორც აღვნიშნე ბევრი რამე გაკეთდა, ბევრი საჭიროებს მოსახლეობის ჩართვას თუ რა და როგორ გაკეთდა თუ აქაც აქტიურად იქნებიან ჩართული გამგეობა და საკრებულოც უფრო ეფექტურად იმუშავებენ" - აღნიშნავს ქობულეთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ კაკალაძე
მსგავსი შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც გაიმართა. აქ 13 თემიდან ხუთ თემს (თხილნარის, ახალშენის, შარაბიძეების, ორთაბათუმის და გონიოს) წყლის სისტემის გაუმართაობა აწუხებს. ურეხში, სარფსა და მახინჯაურში პრიორიტეტს შიდა გზების რეაბილიტაცია წარმოადგენს, კირნათლებს და მაჭახლელებს ავტობუსის დანიშვნა სურთ, აჭარისწყლის თემში კულტურურის სახლის რეაბილიტაცია. კახაბერში მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტის გაწმენდა, ხოლო დაბა ხელვაჩაურში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია.