სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტებში
1 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა "ინტელექტმა" პროექტის "თემთა მობილიზაციის ინიციატივა" ფარგლებში შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში "ინტელექტმა" თემების საინიციატივო ჯგუფებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავა მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც განსახილველად მუნიციპალიტეტების საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურებს გადაეცათ. განხილვის შემდეგ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგნლები მიზნობრივ პროგრამებს საკრებულოს სხდომაზე წარადგენენ მათი ბიუჯეტში ჩართვის მიზნით.
მსგავსი შეხვედრის ჩატარება პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში
მსგავსი შეხვედრის ჩატარება პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში